მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში ყველა მოხარულია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა

“ევროკავშირის მიზანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილური გარემო დემოკრატიის შემდგომი განვითარებისათვის”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში ყველა მოხარულია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.

„ევროკავშირში ამბობენ, რომ საქართველო განსაკუთრებული პარტნიორია და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ამ სიტყვებს აქვს ნამდვილად შინაარსი და მნიშვნელობა. ბრიუსელში ყველა მოხარულია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა. მოხარულები ვართ, რომ პარლამენტი შეძლებს სრულყოფილად ფუნქციონირებას.

ევროკავშირის მიზანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილური გარემო დემოკრატიის შემდგომი განვითარებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები