გიორგი ხელაშვილი: ახალი დოკუმენტი ჩვენთვის აშკარად უარესია, ამის მიუხედავად, პრინციპების ერთგულების გამო, ჩვენ ამაზეც მივდივართ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიცვალა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი თანახმაა, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ორიოდე კვირის წინ საკმაოდ გაცილებით უფრო მისაღები დოკუმენტი იყო ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული, რომელსაც ჩვენ დავთანხმდით, ახალი დოკუმენტი ჩვენთვის აშკარად უარესია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამის მიუხედავად, ისევ და ისევ ჩვენ მიერ პრინციპების ერთგულების გამო, ჩვენ ამაზეც მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ღიად ვამბობთ ორ რამეს:

პირველი: გაუგებარი იყო, რატომ შეიცვალა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი. ამას დრო სჭირდება, ამიტომ, თავისთავად, პროცესი გაიწელებოდა. ჩვენ ვამბობთ, რომ პრინციპულად თანახმა ვართ, მოვაწეროთ ხელი, მაგრამ შემდეგ ეს კითხვები აუცილებლად დაისმევა, რამ განაპირობა ეს, როდესაც თვითონ ორგანიზაცია და ოფისი ამ ორგანიზაციის თვითონვე ცვლის პირობებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს, რა თქმა უნდა, უცნაურია.

და მეორე: ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებდით დასავლეთთან, აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ორივე პირობა ჩვენ შევასრულეთ. დასავლეთის ზეწოლას მოდით ამას ნუ დავარქმევთ. ეს არის მუდმივი პროცესი, როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და საუბარი დასავლეთთან”, – განაცხადა ხელაშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები