სერგი კაპანაძე: შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური, მაგრამ მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით

​ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სერგი კაპანაძე შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, შეთავაზებული დოკუმენტით ოპოზიცია უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე – უმრავლესობა.

“შარლ მიშელის ბოლო დოკუმენტი ნამდვილად არ არის იდეალური. მაგრამ მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით. თუ, რა თქმა უნდა, სწორად მესმის და მელიასა და რურუას ერთ კვირაში გათავისუფლება წერია და ადგილობრივ არჩევნებში “ქოცების” 43%-ზე მეტის ვერმიღების შემთხვევაში, ახალი არჩევნები ინიშნება.

ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე , “ქართული ოცნება”. გაცილებით მეტს. უპირველეს ყოვლისა, კი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი ამ შეთანხმების მიღწევა.

თუ მოლაპარაკებები გრძელდება და მეტის მიღებაც შეიძლება, ამ დოკუმენტის გაუმჯობესებას უნდა ეცადონ მომლაპარაკებლები. თუ არა და, თუ ეს არის შეთანხმების ბოლო შანსი, მაშინ დათანხმება იქნება სწორი.

ამ დოკუმენტში რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, 20 ივნისის სრული ამნისტიაა. თუმცა, ამნისტია მუხლებს ეხება და კონკრეტული მუხლების განსაზღვრისას უნდა მოხდეს დაკონკრეტება, ვინ იგულისხმება და ვინ არა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თუ  ,,ოცნება,, მოინდომებს ამას, ისედაც გააკეთებს.

პ.ს. ჩემი პირადი აზრია.

პ.პ.ს. პარლამენტარის მანდატი არ მაქვს”, – წერს კაპანაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები