თათია პაჭკორია: ნუ თესავთ ზიზღს პოლიციასა და საზოგადოებას შორის – პოლიცია სახელმწიფოს ხერხემალია
“ნუ თესავთ ზიზღს პოლიციასა და საზოგადოებას შორის, ეს უკვე გამოვიარეთ, როცა 90-იანებში, ვისაც არ ეზარებოდა, პოლიციის (მილიციის) დისკრედიტაციას ცდილობდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, თათია პაჭკორია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის და ვეღარც კრიმინალური მეთოდებით შეიქმნება ქვეყნის მომავალი.
“ნუ თესავთ ზიზღს პოლიციასა და საზოგადოებას შორის…. ეს უკვე გამოვიარეთ… როცა 90-იანებში ვისაც არ ეზარებოდა პოლიციის (მილიციის) დისკრედიტაციას ცდილობდა… ვინმემ იცის ან ახსოვს 9 აპრილს ე.წ. საბჭოთა მილიციის როლი მომიტინგეების დაცვისა და გადარჩენის საქმეში?))) შოთა გორგოძის როლი?)))) ჩვენ ხომ მარტო ტალახს ვეძებთ წარსულსა და აწმყოში… პოლიცია სახელმწიფოს ხერხემალია და მისთვის ტალახის მისხმა, ქაოსად და განუკითხაობად უბრუნდება ქვეყანას, განსაკუთრებით – მაშინ, როცა ამას პოლიტიკოსები აკეთებენ ხალხის სახელით……. ახლა აქ ნუ დამაწერინებთ “ქართული განუკითხაობის” ქრონიკას…. პოლიტიკური ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის და ვეღარც კრიმინალური მეთოდებით შეიქმნება ამ ქვეყნის მომავალი…”, – წერს პაჭკორია.