გიგა ბოკერია – “ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე: ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო “ბ” გუნდის შექმნის მცდელობაა, საფუძველი აქვს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას ეხმაურება.

მისი თქმით, ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო “ბ” გუნდის შექმნის მცდელობაა, საფუძველი აქვს.

“ჯერ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, პასუხები გასცეს ე.წ. მათმა ლიდერმა  გახარიამ უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის, მან უბრალოდ პასუხისმგებლობა მოიხსნა. დააფიქსირონ პოზიცია როგორც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანების.

ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით ხელს შეუწყობს დაჩქარებას პროცესის ნორმალური ვადამდელ არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ჩვენთვის – საზოგადოებისთვის არის პოზიტიური იმისდა მიუხედავად, აქ ვის რა გათვლები აქვს იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, ჩვენ გახარიასა და მისი გარემოცვისგან რაიმე მკაფიო პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულებების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ” გუნდის გაკეთების ბიძინა ივანიშვილის გარშემო – საფუძველი აქვს”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები