კახა კალაძე: გილოცავთ სახელმწიფო ენის დღეს – 14 აპრილს, რომელიც საზოგადოების ერთიანობის დღეც არის
თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას ქართული ენის დღეს ულოცავს.
,,43 წლის წინ გათენებულმა თოთხმეტმა აპრილმა და ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. ამ დღემ ნათლად დაანახა საბჭოთა მმართველობას, რომ ჩვენი ხალხი, თავისუფლების დაკარგვის მიუხედავად, არასოდეს დათმობდა თავის ენასა და ეროვნულობას.
გილოცავთ სახელმწიფო ენის დღეს – 14 აპრილს, რომელიც საზოგადოების ერთიანობის დღეც არის”, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.