ლევან ნიკოლეიშვილი: “ქართული ოცნების“ შეცდომებიო, საინტერესოა, რა შეცდომებზე აქვთ საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ
“ასეთი უცნაურობა პირადად მე პოლიტიკაში ხშირად არ მინახავს. “ქართული ოცნების” შეცდომებიო, ხუთივემ ცალ-ცალკე აღნიშნა, საინტერესოა, რა შეცდომებზე აქვთ საუბარი”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი დეპუტატების მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას.
“ასეთი უცნაურობა პირადად მე პოლიტიკაში ხშირად არ მინახავს. ,,ქართული ოცნების,, შეცდომებიო, ხუთივემ ცალ-ცალკე აღნიშნა… საინტერესოა, რა შეცდომებზე აქვთ საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ, რადგან მათი ლიდერი ჯერ შსს მინისტრი იყო, მერე – პრემიერმინისტრი. თუ რამე შეცდომებზე უნდა ისაუბრონ, ალბათ, თავად შეიკრიბონ დახურულ სივრცეში და იქ გააანალიზონ, თორემ, სხვა მხრივ, ასეთი არაადეკვატური განცხადებებით შორს ვერ წავლენ”, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.