გიორგი ამილახვარი: ნიკა მელიას დღესაც შეუძლია, გადაიხადოს გირაოს თანხა და დატოვოს საპატიმრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიას დღესაც შეუძლია საპატიმროს დატოვება.

,,ნიკა მელიას დღესაც შეუძლია, გადაიხადოს გირაოს თანხა და დატოვოს საპატიმრო, რომლის შემდგომაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ მივიღებთ პოლიტიკურ აქტს, სადაც ამინისტირებული იქნება 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის, ნიკანორ მელია და ამით ეს საკითხი დაიხურება“, – განაცხადა გიორგი ამილახვრამა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები