გიორგი ამილახვარი – “გირჩის” ინიციატივაზე: ამ ფორმით დაყენებული ულტიმატუმი ცოტა იუმორისტულად მეჩვენება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი “გირჩის” ინიციატივას ეხმაურება.

მისი შეფასებით, “გირჩის” მიერ შეთავაზებულ პუნქტებში არის რიგი საკითხები, რომელთა ირგვლივაც მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა, ამას სამუშაო რეჟიმი სჭირდება.

“ეს არის საკითხები, რომლებსაც სჭირდება ძალიან ხანგრძლივ პერსპექტივაში მუშაობა. თითქმის არცერთი საკითხი, გარდა ერთი-ორისა, არ შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დგას. შესაბამისად, ამ ფორმით მათ მიერ დაყენებული ულტიმატუმი ცოტა იუმორისტულად მეჩვენება, მაგრამ არის იქ რიგი საკითხები, რის ირგვლივაც შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ახლა ამაზე პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია, ამას სჭირდება სამუშაო რეჟიმი”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, „გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები