ლევან დავითაშვილმა გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ლევან დავითაშვილმა ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო, – ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.
“გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, მსგავსი სახის აქტივობები ხშირად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები