მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ცალსახად და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
“საქართველო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ცალსახად და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა და საქართველო ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საერთო გამოწვევის წინაშე არიან.
,,უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ. საქართველო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ცალსახად და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ უკრაინასა და საქართველოს აქვს საერთო პრობლემა, საერთო გამოწვევა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჰყავს საერთო მტერი, ვართ საერთო ბრძოლაში, გვაქვს საერთო ინტერესები ევროკავშირთან ურთიერთობებში. შესაბამისად, ჩვენი ერთიანობა და გვერდიგვერდ დგომა არაერთხელ გამოგვიხატავს. ამ ბრძოლაშიც, რაც ახლა უკრაინასთან მიმართებით ხდება, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.