გია ბარამიძე: როგორ შეიძლება, სხვა საკითხები, რომლებიც ,,გირჩის” პუნქტებშია ჩამოთვლილი, გაუთანაბრდეს არჩევნების მოთხოვნას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, „გირჩის“ მიერ ჩამოთვლილი საკითხების ერთ დონეზე დაყენება გაუგებარია.
„დღეს ქვეყანას სჭირდება მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, რომელიც, თავის მხრივ, ამძიმებს სოციალურ-ეკონომიკურ მდომარეობას და შეუძლებელს ქმნის ბევრი რეფორმის, მათ შორის, აქ ჩამოთვლილი რეფორმის რეალურად განხორციელებას. ცალკეული საკითხის საბაბად გამოყენება, რომ შევიდნენ ივანიშვილის მიერ ძალადობით, მოტყუებითა და არჩევნების გაყალბებით შექმნილ სტრუქტურაში, ეს ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება ამ საკითხების ერთ დონეზე დაყენება და რომელიმე ამ საკითხის რეჟიმის მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკანა პლანზე გადადება არჩევნების მოთხოვნისა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
„გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ, მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.