მცხეთაში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება

1აპრილს, 14:00 საათზე მცხეთის კულტურის ცენტრგაიმართება ამხანაგობა აქოლისის მიერ წარმოდგენილი, ქალაქ მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა.

მის შესახებ “კვირას” მცხეთის მერიიდან აცნობეს.

“ ამხანაგობა „აქოლისი“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს დოკუმენტის პრეზენტაციას, შეხვედრა გაიმართება კითხვა -პასუხის რეჟიმში, დასწრება თავისუფალია. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარეშეხვედრაზე მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ყველა ზომა.

შეხვედრას დაესწრებიან: მცხეთის მოსახლეობა, საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს პირველი პირები, ამხანაგობა „აქოლისი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები