“მედია-ტერორი”, დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია ნაც-ტელევიზიების სავიზიტო ბარათად გადაიქცა” – ზურაბ ქადაგიძე
“მედია-ტერორი”, დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია ნაც-ტელევიზიების სავიზიტო ბარათად გადაიქცა”, – ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართავს, ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ, საფრანგეთის მსგავსად კანონი საქართველოშიც იქნას მიღებული.
“მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო”- ისე გამოდის “ფეიკმეიქერების” წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება.
“მედია-ტერორი”, დისკრედიტაცია, ცრუ ინფორმაცია და ა.შ. გადაიქცა ნაც-ტელევიზიების სავიზიტო ბარათად.
თან ყველაზე პარადოქსული ამ ყველაფრის, “თავისუფალ სიტყვად” გასაღებაა.
“ფეიქმეიქერები” ისევე ახლოს არიან სიტყვის თავისუფლებასთან, როგორც ნაც-ოპოზიცია დასავლეთთან.
ბატონო ანრი, საფრანგეთმა მიიღო კანონი – “ფეიკ ნიუსებისა და ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ” იქნებ დაგეინიცირებინათ თქვენც, როგორც კანონმდებელს”,- წერს ქადაგიძე.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიზანია – “ყველა ხერხით სცადონ საზოგადოებაში ჩემი რეპუტაციული დაზიანება, თუმცა, ყოველ ჯერზე ვამხელ სიყალბეში“.