,,მდუმარე აქცია“ „დედაენის ბაღში” დასრულდა – ,,ფუძნდება ,,საქართველოს მარადისობის დღე“, ანუ ხალხის დღე”
მომღერალ გია გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებული „მდუმარე აქცია“ „დედაენის ბაღში” დასრულდა. გაჩეჩილაძემ და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს.
„ფუძნდება „საქართველოს მარადისობის დღე“, ანუ “ხალხის დღე”. წელიწადში ერთხელ ამ დღეს შესაძლებელი იქნება, რომ ხალხი გამოვიდეს და დააფიქსიროს თავის აზრი, მიმართოს ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც იქნება იმ დროს, გინდა პროტესტით, გინდა მადლობით, მაგრამ ერთი დღე უნდა იყოს ხალხის და ეს დღე იქნება 9 აპრილი. ზუსტად ეს ფუძნდება ახლა. ეს ხალხი აფუძნებს ამ დღეს ხელმოწერებით“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.