ხობში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ანსამბლი „კოლხეთი” და მოსწავლეთა ცენტრის ბავშვები ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის მოძღვარმა, კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის ხსოვნას და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.