ირაკლი შიოშვილმა და შოთა ნარეკლიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწუმენებულმა – ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ – არჩილ თხლაშიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,უკვე 32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. დღევანდელ დღეს ვიხსენებთ სამშობლოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული თარიღია.

,,9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. გვსურს, პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომელებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შეეწირნენ. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თუმცა, მე მჯერა, რომ გარდაცვლილი გმირების პატივისცემა უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები