დღეს ევროპის მოედანზე „მდუმარე აქცია“ გაიმართება

დღეს ევროპის მოედანზე „მდუმარე აქცია“ გაიმართება და „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დაფუძნდება.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ შეკრებამ ყველას უნდა აჩვენოს, რომ მთავარი ქვეყანაში ხალხია. მისივე თქმით, აქციაზე არ იქნებიან პოლიტიკოსები და დაიცავენ ყველა რეგულაციას.

შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნიდან საპატრიარქოსთან, იქიდან კი დედაენის ბაღში გადაინაცვლებენ. აქცია ევროპის მოედანზე 13:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები