ლაგოდეხში ამირან არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ლაგოდეხში, კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა-კინოთეატრ ”სინემას” წინ დამსახურებულ არტისტის, ბრწყინვალების “ორდენის” კავალერის, ამაგდარი ქორეოგრაფის, ანსამბლ “ლაკვასტი”-ს დამაარსებლის, ლაგოდეხის ქორეოგრაფიის ბერმუხის-,ამირან არჩვაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამის შესახებ “კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ,ადგილობრივი მოსახლეობა და ამირან არჩვაძის მოსწავლეები დაესწრნენ.

‘’ შეუფასებელია ბატონი ამირანის ღვაწლი ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე, სამწუხაროდ, ვარსკვლავის გახსნა, გარდაცვალების შემდეგ მოგვიხდა,თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ,რომ ის დამსახურებულად ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც ფასდაუდებელი შრომა გასწია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში. ვარსკვლავის გახსნა მინდა მივულოცო, როგორც ბატონი ამირანის ოჯახის წევრებს, ასევე, მის დიდ ქორეოგრაფიულ ოჯახს-მოსწავლეებს. ამირან არჩვაძის სახელობის სტუდიას კი ღირსეულ მომავალს და წარმატებებს ვუსურვებ“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები