ზაალ უდუმაშვილი: როგორც მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ, სწორედ ასევე უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ
“როგორც მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების შესახებ, სწორედ ასევე უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება.
,,ძალიან რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვაგან და სხვა ოთახში.
ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის არცერთი თეთრის გადახდას არ აპირებს ამ უკანონო გირაოზე, რადგან ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე. მას არანაირი კავშირი არა აქვს სამართალთან. როგორც მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ, სწორედ ასევე უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.