ბორჯომში ხიდიდან გადამხტარი მამაკაცი გარდაიცვალა

ბორჯომში ე.წ. სილამაზის ხიდიდან გადამხტარი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

დღეს დილით ხიდიდან გადამხტარი მამაკაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქე ცდილობდა, თუმცა, ვერ შეძლო.

მაშველებმა მამაკაცის ცხედარი მტკვრიდან უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება მის დასახმარებლად გადამხტარ პირს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები