თენგიზ ცერცვაძე: დღეისთვის კოვიდისთვის გამოყოფილი გვაქვს 60-მდე საწოლი, დაახლოებით, 40 პაციენტი გვყავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 60 საწოლია გამოყოფილი, საიდანაც, დაახლოებით, 40 დაკავებულია.

ცერცვაძის თქმითვე, მის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია. გვყავს 5 პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, მაგრამ ამ მძიმეებიდან არცერთია უიმედო ან კრიტიკულად მძიმე. ზოგადად, ჩვენი კლინიკა გამოირჩევა პაციენტების გადარჩენით ქვეყანაში და შესაძლოა, ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონით. ჩვენ გატარებული გვყავს, დაახლოებით, 1300-1400 პაციენტი და მხოლოდ 13, ანუ 1%-ია გარდაცვლილი. საუბარია იმაზე, რომ ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების 1%-ია გარდაცვლილი, რაც ჰოსპიტლისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამას თავის მიზეზი აქვს. ჩვენი კლინიკა თავიდანვე პირველი იყო და დღესაც ასე რჩება. ადრე, როდესაც მთელი საავადმყოფო დაცლილი იყო, მობილიზებული გვქონდა 80 საწოლი. დღეს კოვიდისთვის გამოყოფილი გვაქვს 60-მდე საწოლი და გვყავს, დაახლოებით, 40 პაციენტი”, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები