რატი იონათამიშვილი – მელიაზე: სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორსაც სამართლებრივად ჩათვლის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის გაცხადებით, მელიასთან დაკავშირებით სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორსაც სამართლებრივად ჩათვლის.
„ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც პატივს არ სცემს ქართულ კანონმდებლობას და, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში. სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც სამართლებრივად ჩათვლის და დაასაბუთებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.