ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად სამი ადამიანი მოიწამლა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, მათგან ორი არასრულწლოვანია.
ექიმ მაია ქიტიაშვილის თქმით, მათთან ორი პაციენტის – ერთი არასრულწლოვნისა და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამის კი – შედარებით მძიმე.
კომპანია „ინტერგაზში“ ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ იციან და ადგილზე მათი სპეციალისტები მუშაობენ.