IRI: ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 78%, ხოლო ევროკავშირში – 83%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო 15 პროცენტი ამბობს რომ არ სურს. მათ შორის 59 პროცენტი სრულად უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო 19 მეტ-ნაკლებად.

ამასთან, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 8 პროცენტი, ხოლო მეტ-ნაკლებად – 6 პროცენტი.

კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის 8 პროცენტმა.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 83 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო უარს აცხადებს გამოკითხულთა 9 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები