სოზარ სუბარი: ცოცხი გახდა „ნაცმოძრაობის“ სიმბოლო

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ცოცხი „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო გახდა.

„ჩემთვის მიუღებელია, ადამიანებს რომ ცოცხებით აუპატიურებდნენ და ციხეში კლავდნენ. თუ არ ვცდები, ნიუტონის მესამე კანონია, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას. მარტო ფიზიკასა და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ეს აქციები არ არის ჩვენგან წახალისებული. ცოცხი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო და ამ სიმბოლოს თუ ვინმე მიუტანს მათ და შეახსენებს… არ მითქვამს, მისაღები და მიუღებელი, მე ამას არ ვახალისებ. ქმედება იწვევს უკუქმედებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები