ზურაბ ქადაგიძე: ოღონდ ხელისუფლებაში მობრუნდნენ და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა

“პანდემია, კრიზისი, უბედურება, ძალადობა მოკლედ, ოღონდ ხელისუფლებაში მობრუნდნენ და ქვა ქვაზე ნუ დარჩება”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, კრემლისა და ნაც-ოპოზიციის გარდა.

“მიზანი ამართლებს საშუალებას”. პანდემია, კრიზისი, უბედურება, ძალადობა მოკლედ, ოღონდ ხელისუფლებაში მობრუნდნენ და ქვა ქვაზე ნუ დარჩება.

საქართველოში არსებული პანდემიის ფონზე, რაც მეტი დაინფიცირებული, გარდაცვლილი იქნება და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი რაც უფრო მეტ ხანს გასტანს, პროტესტსაც უფრო მეტ მუხტს მისცემს. ჰო და ეგ ლოგიკაა ამ დესტრუქციული აქციების მიზანი. მოლაპარაკების მაგიდის აყირავებაც ემსახურებოდა დესტრუქციის ლოგიკას. დოკუმენტი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან იდო დანიელსონის მიერ იყო შემოთავაზებული, ანუ წარმოადგენდა ევროსაბჭოს პოზიციას და არა – რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

მინაშვილის განცხადებით, დოკუმენტი არის კოჭლი და არანაირ გზას შეთანხმებისკენ არ ასახავს, ოღონდ მაინც ხელისუფლების ბრალია ევროსაბჭოს შემოთავაზების “არასრულფასოვნება”.

რა გამოდის? დანიელსონმა მოლაპარაკების მაგიდაზე დადო ” კოჭლი” დოკუმენტი ,რომელიც არ ასახავდა ნაც-ოპოზიციის სურვილებს? დიახ, ნამდვილად არ ყოფილა გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნები! იმიტომ,რომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა კრემლისა და ნაც-ოპოზიციის გარდა.

P.S. აგროვეთ ბატონო აკო აქტივისტები. 15 მაისს ტაშის დამკვრელები,რომ მაინც გყავდეთ”, – წერს ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები