ეკატერინე ტიკარაძე – მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე: ამ ეტაპისთვის, გარკვეულ გადაცდომებზე საუბარი, ალბათ, გაგვიჭირდება

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გარკვეულ გადაცდომებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი ელოდება. ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისთვის, რომ ჩვენმა ექსპერტებმა უკვე იმსჯელონ იმ შესაძლო გადაცდომების შესახებ, თუ ესეთი რამ ზოგადად იყო. თუმცა, ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცით, იქ გარკვეულ გადაცდომებზე საუბარი ალბათ გაგვიჭირდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ექთანი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები