ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პირი

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 211 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 425 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 121 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 090 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 061-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.10 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 024-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 822 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა – 16, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 17, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 879, აჭარაში – 293, იმერეთში – 303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში – 165, აჭარაში – 45, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 3, იმერეთში – 6. 218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 128 – თბილისში, 85 – აჭარაში. 3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 219 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 10. სულ 6 ოქტომბრიდან – 4 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 003 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 125 პირი, აჭარაში – 1 226, იმერეთში – 1 012.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები