გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ
ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.
მწერლის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. თუმცა, გურამ დოჩანაშვილის ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.