ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: ის რუსეთის ნომრიანი აგენტია

„ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიაზე წერს.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს „მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტი, რომელიც პირდპირ კაგებეს ნომენკლატურაა.

„ელენე ხოშტარიაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. პირდაპირ დავიწყებ იმით, რომ ის არის რუსეთის ნომრიანი აგენტი. ისტორია ასეთია – მისი მამა იყო მჭიდრო კავშირში რუსულ სპეც სამსახურებთან, შემდეგ სწორედ მისი გადაწყვეტილებით, შვილი წაიყვანა მგიმოში, სადაც დაამთავრა ფაკულტეტი, საერთაშორისო უსაფრთხოების, რომელიც პირდაპირ კაგებეს ნომენკლტურაა. იქ ადამიანებს ბოლომდე ხდებიან სპეც სამსახურის არათუ მოკავშირეები, არამედ თანამშრომლები და იდეოლოგები. ამიტომ არ მიკვირს, რომ მისი პირიდან გავრცელდა პოზნერის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია. ის ინფორმაციას იღებს პირდაპირ მოსკოვიდან. ელენე ხოშტარი არის რუსეთის აგენტი“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები