მთავრობის სტრატკომი: სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვის პერიოდში აივანზე გასასვლელად სპეციალური ნებართვა ესაჭიროება
“სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვის პერიოდში აივანზე გასასვლელად სპეციალური ნებართვა ესაჭიროება”, – აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.