ავთანდილ ცინცაძე ვაშლიჯვარში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში, ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. საკრებულოს წევრმა ადგილობრივებს ვაშლიჯვრის ფერდზე ამ დროისთვის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ავთანდილ ცინცაძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში თბილისის მერის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და გეოლოგებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც, საკრებულოს წევრებმა ამ დროისთვის ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეწყერთან დაკავშირებით მოსახლეობამ სწორი ინფორმაცია დროულად მიიღოს. სწორედ ამიტომ შევხვდი დღეს ვაშლიჯვრელებს და ამ დროისთვის დედაქალაქის მერიის მიერ გატარებული მეწყრული პროცესის შემაკავებელი ღონისძიებები გავაცანი. გარდა ამისა, მოსახლეობასთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განვიხილეთ და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, რომელიც ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აქტუალურია“,-განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
მოსახლეობის კითხვები დეპუტატთან შეხვედრაზე უმეტესად სატრანსპორტო საკითხებს ეხებოდა. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ყველა ის თხოვნა, რომელიც მოსახლეობას ტრანსპორტთან დაკავშირებით აქვს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები