ლერი ბარნაბიშვილმა მცხეთა-მთიანეთში შეხვედრები გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მცხეთა- მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

აუდიენციის დროს ლერი ბარნაბიშვილმა  საკრებულოს და მერიის პირველი პირებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან  და სხვა არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  თქმით, აღნიშნული სახის შეხვედრებს ის საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ კონკრეტული მოქმედი და დაგეგმილი პროექტები, შევეხეთ იმ პროექტებსაც, რომლის გადაჭრაც ჭირდება რეგიონს, მე მათ აღვუთქვი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციაში და პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრაში დახმარება,”– განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ლერი ბარნაბიშვილის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილეებთან მაცაცო ნარიმანიძესთან და თამაზ სუჯაშვილთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები