“შეგვიძლია, დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება” – მმართველი პარტია რეგიონებში გასვლას აანონსებს
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია მომდევნო კვირიდან რეგიონებში გასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც ვილაპარაკეთ, რეგიონებზეც ვილაპარაკეთ და რეგიონების ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის, შეგვიძლია, დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხები იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და ჩვენ გვექნება თითქმის ყველა რეგიონში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის, პირველ ყოვლისა, პარტიულ აქტივსა და სხვა საკითხებითაც, რა თქმა უნდა, დავინტერესდები,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.