“გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, რადგან იმის ნაცვლად, რომ იმ თემებზე საუბრობდნენ, რატომ ვერ მოხდა შეთანხმდა, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს”, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი რამდენიმე ევროპარლამენტის სახელით გავრცელებულ განცხადებას.
გია ვოლსკის არ ჰგონია, რომ შვიდი პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი.
„ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ჩვენ მზად ვიყავით, ყველა პუნქტზე რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, რადგან იმის ნაცვლად, რომ იმ თემებზე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არაევროპარლამენტის, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუ ევროკავშირს შვიდი დეპუტატი მიმართავს, შემდეგ ამას ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას.
ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. არ მგონია, რომ შვიდი პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ – ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“, – აცხადებს გია ვოლსკი.
ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება მოხდეს.