ირაკლი ღარიბაშვილი: აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია

“აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებსა და მათ ოჯახებს გვერდში უნდა დაუდგეს ყველა – ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი.

„ასეთი საზოგადოების სიძლიერის უმთავრესი პირობაა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შესაძლებლობათა განვითარებაზე ზრუნვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამიტომ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებსა და მათ ოჯახებს გვერდით უნდა დაუდგეს ყველა – ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი. ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიშრომოთ მათი უფლებების დასაცავად, თვითრეალიზაციისა და განვითარების პირობათა შესაქმნელად”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები