ეუთო-ს თავმჯდომარე: საჭიროა გამოსავლის პოვნა საქართველოს დემოკრატიის, განვითარებისა და ევროინტეგრაციის გასაძლიერებლად
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ წუხილი გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ ის “ტვიტერზე” წერს.
„ვწუხვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად. მოვუწოდებთ, იხელმძღვანელონ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად. საჭიროა გამოსავლის პოვნა საქართველოს დემოკრატიის, განვითარებისა და ევროინტეგრაციის გასაძლიერებლად“, – წერს ან ლინდე Twitter-ზე.