კარასინი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს “პროვოკაციას” უწოდებს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის შეფასებით, ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით განვითრებული მოვლენები იყო დადგმული ანტირუსული პროვოკაცია.
”როგორც ჩანს, მთელი ისტორია იყო დადგმული ანტირუსული პროვოკაციისა და შესაბამისი საინფორმაციო საფუძვლის მიმართულებით”, – თქვა მან.
კარასინმა მომხდარი ,,გაუგონარ ფაქტად,, შეაფასა.
”ამ სამარცხვინო სიტუაციამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა მკვეთრი დაპირისპირება სააკაშვილის პარტიის რადიკალებს, რომლებსაც ახასიათებთ ღია უხეშობა და ადამიანური ურთიერთობების ელემენტარული ეთიკის დარღვევა და საქართველოს მთავრობას შორის”, – თქვა სენატორმა.
კარასინის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გააკეთა შეფასება. კერძოდ, მან რადიკალებს უწოდა “დეგრადირებული ჯგუფი, რომელთანაც შეუძლებელია ცივილიზებული დიალოგის წარმართვა”.
”ამ პოლიტიკური ხულიგნების საბოლოო მიზანია, არ მისცენ შესაძლებლობა ჯანსაღ ძალებს, რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობები განავითარონ ისეთ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია დღევანდელ პირობებში”, – დასძინა გრიგორი კარასინმა.