გიორგი ხელაშვილი: ქალბატონ კრამონს პირველად ვხვდები, აქ იმის სათქმელად ვართ მოსულები, რაც რეალურად იყო

“ქალბატონ კრამონს პირველად ვხვდები, აქ იმის სათქმელად ვართ მოსულები, რაც რეალურად იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ცალი მხარე არ აწერს ხელშეკრულებას ხელს, მეორე მხარის ხელმოწერას აზრი ეკარგება.

„პირადად არ ვიცნობ ქალბატონ კრამონს. პირველად ვხვდები, ეს არის გაცნობითი შეხვედრა. მემგონი, ინფორმირებისთვის ვართ ჩვენ მოსულები – იმის სათქმელად, რაც რეალურად იყო. ჩვენი პოზიცია იყო გაცილებით კომპრომისული, ვიდრე ოპოზიციიის და ეს ასახული იყო იმ დოკუმენტში, რომელიც დაიდო.

დოკუმენტზე ხელმოწერა მარტივი მიზეზის გამო არ არის, ვინაიდან ეს იყო არა მხარეების მოლაპარაკება ევროკავშირთან, არამედ ერთმანეთთან. როდესაც ცალი მხარე არ აწერს ხელშეკრულებას ხელს, მეორე მხარის ხელმოწერას აზრი ეკარგება“, – განაცხადა ხელაშვილმა.

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება და  „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები