შსს ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე სულ 32 პირი დაჯარიმდა.

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები