პეტრე ცაავა მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან იმყოფება და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან იმყოფება.

მისი თქმით, მას პატრიარქთან შეხვედრა სურს.

“თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი, მე მზად ვარ, მოვინანიო, მაგრამ თუ მე დავუდასტურებ, რომ ის არის უძღები შვილი, მან უნდა მოინანიოს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

ის ამჟამად საპატრიარქოდან შეხვედრასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები