ახალი სასწავლო წლიდან პროფესიულ სტუდენტებს ზუგდიდში თანამედროვე კოლეჯი ექნებათ

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

ახალ კოლეჯში სასწავლო სივრცეები და აუდიტორიები უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება. ყველა პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება სწავლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, კორპუსის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ შვიდასი ათასი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები