კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით – რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით – რა ეპიდვითარებაა რეგიონებში Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 437 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74. რაც შეეხება ვირუსის გავრცელების სტატისტიკასა და ეპიდვითარებას რეგიონებში. ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 23, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც: 1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 791, აჭარაში – 229, იმერეთში – 271. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 325 პირი, მათ შორის, თბილისში – 141, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში – 45, აჭარაში – 2, იმერეთში – 6. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 195 – თბილისში, 65 – აჭარაში. 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 10. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 260-ს. 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.64 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 273 604-მდე. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა. სულ 6 ოქტომბრიდან – 31 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 930 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 645 პირი, აჭარაში – 1 144, იმერეთში – 878.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები