ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს
რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.
აეროპორტში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფებოდნენ აქტივისტები, რომლებიც პოზნერისა და მისი სტუმრების ქვეყანაში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.
ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა, ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, დღეს დატოვა.