ზაალ უდუმაშვილი: ნიკა მელიას სურვილი რომ ჰქონოდა გირაოს გადახდის და ამ ფორმით თავისუფლებაზე ყოფნა, ის აუცილებლად გადაიხდიდა
“ნიკა მელიას სურვილი რომ ჰქონოდა გირაოს გადახდის და ამ ფორმით თავისუფლებაზე ყოფნა, ის აუცილებლად გადაიხდიდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მელიამ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო და ამით სასამართლოს უსამართლო განაჩენს შეეწინააღმდეგა.
„ნიკა მელიას სურვილი რომ ჰქონოდა გირაოს გადახდის და ამ ფორმით თავისუფლებაზე ყოფნა, ის აუცილებლად გადაიხდიდა, ნიკა მელიამ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო, ამით ის შეეწინააღმდეგა იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ გამოიტანა. ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე – სამართლებრივი გადაწყვეტილება. პოლიტიკური იმიტომ, რომ დიახაც, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ საქმეს, რომელიც უკავშირდება გავრილოვის საქმეს, რის გამოც ასამართლებენ ნიკა მელიას და ეს არის ჩვენი და ნიკა მელიას პროტესტი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა 29 მარტს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს.