ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს
ბათუმის საკრებულოში მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მათ სამართალდამცველებმა მეორე სართულზე ასვლის საშუალებას არ მისცეს.
სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით ითხოვს. დღეს საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხზე უნდა იმსჯელონ.
პროექტის მიხედვით, ყოველი წლის 4 თვის საიჯარო ქირის სახით კომპანიამ 80 ათასამდე ლარი უნდა გადაიხადოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მაღალი კლასის პლაჟი მოეწყობა და სივრცე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო გამოყენებისთვისაც.