თეა წულუკიანი: სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც ახალგაზრდა თაობებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს უნერგავს

“სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც ახალგაზრდა თაობებს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს უნერგავს”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა თაობებში კიდევ უფრო ყურადღება მისაქცევ ჯგუფად უნდა გამოიყოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე, მეოთხე თაობაა.

„ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ხელს უწყობს და აქ გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს. ეს ფილმები აძლევს სწორ ინფორმაციას, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. ამ ახალგაზრდა თაობებში კიდევ უფრო ყურადღება მისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე, მეოთხე თაობაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლიური ადგილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხია და ჩემი აზრით ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები