შვედეთის ელჩი: ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას, ეს საქართველოს უფრო გააძლიერებს

შვედეთის ელჩი საქართველოში, ​ულრიკ ტიდესტრომი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.

ის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს “ტვიტერზე” ეხმაურება და პროცესს მხარდაჭერას უცხადებს.

“სრულად ვუჭერ მხარს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას. ეს საქართველოს უფრო გააძლიერებს”, – წერს შვედეთის ელჩი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები