9 აპრილს დაგეგმილი მდუმარე აქციის ორგანიზატორები თბილისის მერიაში დღეს განცხადებას შეიტანენ
9 აპრილს დაგეგმილი მდუმარე აქციის ორგანიზატორები თბილისის მერიაში დღეს, 13:00 საათზე წერილს შეიტანენ და განცხადებას გააკეთებენ.
ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 9 აპრილს დაგეგმილ მდუმარე შეკრებასთან დაკავშირებით “ევროპის მოედანზე” რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი გამართა და ქართველი ხალხისა და საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნება დააანონსა.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვასა და რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებას.